ჩვენს სივრცეში კიდევ ერთი საინტერესო მასტერკლასი ჩატარდა. ჩვენმა სტუმრებმა ყველასათვის საყვარელი ცომეულის – კრუასანების მომზადება შეისწავლეს.
ალბათ ყველამ ვიცით, რომ თუ გვსურს კრუასანის ცომი სრულყოფილი გამოვიდეს, მისი დაფენოვნების, გაფორმებისა და გამოცხობის განსაკუთრებული ტექნიკები უნდა ვიცოდეთ. მასტერკლასზე დამსწრეებმა ყველა საჭირო დეტალის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და საკმაოდ გემრიელი კრუასანებიც გამოაცხვეს.