უკან
დაბრუნება

ჩვენ შესახებ

“ბაზარი ორბელიანზე” თბილისის უძველესი შენობა-ნაგებობაა, რომელიც 1886 წლიდან თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტი – ბაზარია. “ბაზარი ორბელიანის” ისტორიაც, რომელიც აღვადგინეთ, განვაახლეთ და დღევანდელ თანამედროვეობას მოვარგეთ, სწორედ მე-19 საუკუნიდან იწყება. “ბაზარი ორბელიანი” მოიცავს 70-ზე მეტ კვების ობიექტს და პირველი კვების მოლია საქართველოში. ადგილზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ: იტალიური, ქართული, იაპონური, ჩინური და ვიეტნამური კერძები, რაც ობიექტს მეტად საინტერესოს ხდის და ასევე, პასუხობს მის მრავალფეროვან კონცეფციას, რომელიც ერგება ყველა ასაკისა თუ ინტერესის სტუმარს.