“ბაზარი ორბელიანზე” 21 ოქტომბერს ყოველწლიურად ვზეიმობთ ხინკლის დაბადების დღეს!
ხინკალი ქართული სამზარეულოსა და ტრადიციების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ჩვენც ყოველწლიურად აღვნიშნავთ მის დაბადების დღეს!
მუდმივად ვცდილობთ, რომ ხინკლის დაბადების დღე ყოველწლიურად უფრო და უფრო განსაკუთრებული გავხადოთ. 2023 წლის 21 ოქტომბერსაც ეს დღე გრანდიოზულად არვნიშნეთ, რომელსაც თან ახლდა:
-
- ხინკლის მომზადების მასტერკლასი;
- ხინკლის უპირობო სიყვარულის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი;
- ხინკლის დაბადების დღის აღნიშვნის ოფიციალური “ღიპლომები”;
- ხინკლის დაბადების დღის განუყრელი მეგზურის ჭაჭა “ბოდიშის” ულევი რეზერვები.
“ბაზარი ორბელიანზე” მუდმივად ზრუნავს სტუმრებისთვის სახალისო და მნიშვნელოვანი მოგონებების შექმნაზე, ხინკლის დაბადების დღე კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რაც უკვე ტრადიციად იქცა და არ უნდა გამოტოვო!