Search

THE LOKMA

დესერტი ლოკმა – იგრძენი ემოციური გემო, მხოლოდ ბაზარი ორბელიანზე!

ლოკმას იდეა ქართველ სტარტაპერებს ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდათ და ახლა უკვე ამაყობენ გაგიზიარონ მე 13 საუკუნის საკონდიტრო ნაწარმის თანამედროვე ხედვა.

ბრენდის კონცეფცია ითვალისწინებს მომხმარებლისთვის ისეთი დესერტის შეთავაზებას, რომელიც ძალიან მცირე დოზით მოიხმარს თეთრ შაქარს.  ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს დესერტს,  რომელიც მზადდება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით. თითოეული ბურთულა გაჯერებულია ბელგიური შოკოლადებით, კრემის ნაირსახეობითა და შავი ვანილის ექსტრაქტით, თუმცა ამავდროულად ის რჩება ჰაეროვანი და მისი სიტკბო ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვისაა მისაღები. ლოკმას ხრაშუნა ბურთულები გაჯერებულია მრავალფეროვანი გემოებით, სხვადასხვა ე.წ ტოპინგითა და საშუალებას გაძლევთ თავადაც  შექმნათ სასურველი კომბინაცია.

ლოკმას ავთენტური საკონდიტრო ნაწარმი გთავაზობთ აღფრთოვანებას პირველივე ლუკმიდან.