განსაკუთრებული დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გავხადეთ ბევრი ყვავილებით, კარგი მუსიკით, სხვადასხვა აქტივობებითა და გემრიელი კერძებით. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდათ საჩუქრები და საინტერესო გარემო. მოწვეულმა სპიკერებმა, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიას წარმოადგენენ, ქალთა გაძლიერების მიზნით, ისაუბრეს საკუთარი ისტორიისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გადამხდარი სირთულეების შესახებ.
პარტნიორობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით “საქართველოს გაეროს ასოციაციასა” და “ესკის”.