უკან
დაბრუნება

პინიატების მასტერკლასი

6 აპრილს ჩვენმა სივრცემ ბავშვებისათვის გამართულ პინიატების შექმნის მასტერკლასს უმასპინძლა. პატარებმა თავიანთი საყვარელი სუპერგმირები ფიგურებითა და ფერადი ქაღალდებით თავადვე შექმნეს.

მასტერკლასის მსვლელობის დროს ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ულამაზესი პინიატების დამზადება რთული სულაც არ არის, გაივარჯიშეს ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი და დრო შემეცნებითად გაატარეს.