26 მარტს, საფეხბურთო ციებ-ცხელებას ბაზარი ორბელიანიც შეუერთდა. ჩვენს სივრცეში, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, დამონტაჟდა ეკრანი, რომელზეც საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ მატჩზე თვალის მიდევნება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო და ისტორიული მატჩის მოგება, ბაზარი ორბელიანზე, განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა.