ვრაპ მასტერი
ადგილი სადაც შეგიძლია დააგემოვნო უნიკალური ფორმის ვრაპის დიდი არჩევანი.
ჩვენთან, პირველ რიგში, ირჩევ შიგთავსს: ვეგეტარიანული, ქათმის ან საქონლის. შემდეგ, თორმეტი სოუსიდან ერთ- ერთს.
სოუსების მრავალფეროვანი ასორტიმენტი გამოგზაურებს მსოფლიოს გასტრონომიულ რუქაზე: ამერიკული ბარბექიუ, ფრანგული ლურჯი ყველი, ინდური კარი და მრავალი სხვა.
ტორტილიაში შეხვეული სალათის ფურცელი, პომიდორი, ყველი და ბევრი სხვა ჯანსაღი ინგრედიენტი დაგიტოვებს დანაყრების და სიმსუბუქის გრძნობას.