უკან
დაბრუნება

მეჯიქ ქენდი

Magic Candy არის საქართველოს ბაზარზე ტკბილეულის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მუდმივად ვითარდება, რაზეც კარგად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბოლო 7 წლის მანძილზე ვართ ევროპიდან ტკბილეულის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები.
კომპანია Magic Candy არსებობის პირველივე დღიდან ორიენტირებული არის, მომხმარებელს შესთავაზოს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული ხარისხის ტკბილეული.
დაარსების დღიდან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს პროდუქტის მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ, მუდმივად ვამატებთ განსხვავებული გემოების მქონე ტკბილეულს და ვზრდით ასორტიმენტს. ამ მომენტისთვის ჩვენს მაღაზიებში 120-ზე მეტი დასახელების პროდუქცია არის წარმოდგენილი.
Magic Candy-ის მაღაზიებში მხოლოდ ევროპული და ამერიკული წარმოების პროდუქცია არის წარმოდგენილი, სხვადასხვა კატეგორიაში:
ესპანური წარმოების ჟელიბონები
ბელგიური წარმოების შოკოლადის დრაჟეები
ბრიტანული ბრენდის სლაში Slush
ამერიკული სათამაშოების ბრენდი Pez
თურქული რაჰათ-ლუქუმი
2017 წელს გავხსენით ადგილობრივი წარმოება და დავიწყეთ კარამელის ლოლიპოპის და Candy Cane-ის წარმოება. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ხელით კეთდება, რაც პროდუქტს კიდევ უფრო მაღალ ხარისხს სძენს. ადგილობრივი წარმოება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და აქტიურად ვმუშაობთ მის განვითარებაზე.