რაჭველები–ყველაზე სწრაფები ბრენდის შექმნის იდეა გაჩნდა 2021 წელს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სამზარეულო, რომელიც დადებით ემოციას შეუქმნიდა მომხმარებელს და გაახსენებდა რაჭულ გემოს. სწორედ ამიტომ ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ რაჭული სამზარეულოს მრავალფეროვან კერძებს.
გვაქვს ლობიანების სხვადასხვა სახეობა, როგორიცაა ნამდვილი რაჭული ლობიანი, რომელიც კეთდება ზუსტად ისე როგორც რაჭაში–ღორის მუცლის ქონით და ასევე ლობიანი რაჭული ლორით.
ვიყენებთ ჩვენს მიერ შებოლილ ნამდვილ რაჭულ ლორს რომელიც სპეციალურად ჩამოდის რაჭიდან.
კერძებში ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს. რაჭველები–ყველაზე სწრაფები ორ ფილიალს მოიცავს: ვაჟა–ფშაველას გამზირზე და ბაზარი ორბელიანზე.
#რაჭული #ლობიანი #ღვეზელი #ლორი #რაჭულილორი #საცხობი #ხვანჭკარა