უკან
დაბრუნება

ფუდ გუდი

FOOD GOOD-ის შექმნის იდეა პანდემიის დროს დაიბადა და 2021 წლის მეორე ნახევარში გაიხსნა. კომპანიის კონცეფცია წინასწარ იყო განსაზღვრული და იდეას დღემდე ინარჩუნებენ –  „ცხოვრების წესიდან გამომდინარე ხშირად ვერ ვახერხებდი სულ სახლში კვებას, გარეთ ჯანსაღად კვება კი ძალიან რთულია“.

კომპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო  – შეექმნა ობიექტი, სადაც მომხმარებლები დღის განმავლობაში ნებისმიერ ადგილას ჯანსაღად, სწრაფად და გემრიელად კვებას შეძლებდნენ.

FOOD GOOD-ი ასევე ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც საზოგადოებაში დაიწყო ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია და დაამკვიდრა სმუზის კულტურა, რომელიც დღემდე რჩევა კომპანიის ყველაზე გაყიდვად და ცნობად პროდუქტად.
FOOD GOOD-ი საკუთარ მომხმარებელს ადგილობრივი და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ სმუზებს, სალათებს და სხვადასხვა დაბალკალორიულ კერძსა თუ დესერტს სთავაზობს.

#ჯანსაღიკვება