უკან
დაბრუნება

ღვინის ბარი

ალკორიუმის ღვინის მაღაზია-ბარი აერთიანებს როგორც ქსელში არსებულ ღვინის მწარმოებლებს, ისე კონკრეტულად ღვინის ბარისთვის შერჩეულ მცირე მარნებს და უცხოურ ღვინოს. 

ღვინის მაღაზია-ბარი ალკორიუმის ქსელისგან განსხვავებული კონცეფციით გამოირჩევა, რადგან იგი ორიენტირებულია მხოლოდ ღვინოზე და ღვინის პროდუქტებზე, გარდა ამისა, ობიექტზე მოსულ მომხმარებელს საშუალება აქვს ადგილზე შეიძინოს ღვინო ჭიქით, განიტვირთოს მეგობრებთან ერთად და ღვინის თანხლებით მიიღოს სამაგიდო თამაშების სახალისო გამოცდილება. 

სივრცეში წარმოდგენილი ღვინის პროდუქტებიდან, ყველა გემოვნების მომხმარებლისთვის მოიძებნება როგორც საყვარელი ქართული, ისე ფრანგული, იტალიური, ავსტრალიური თუ სხვა ქვეყნების ღვინო, ბრენდი, შამპანური თუ ცქრიალა ღვინო, რომელთა დაგემოვნებაც საინტერესო მოგზაურობას პირდება მომხმარებელს.

საძიებო სიტყვები : ღვინო / ქვევრის ღვინო / მშრალი ღვინო / ტკბილი ღვინო / ნახევრად ტკბილი ღვინო / ნატურალური ღვინო / ღვინის მაღაზია