უკან
დაბრუნება

პოტატო

პოტატოს შექმნის იდეა თურქული სთრით ფუდის კუმპირის დაგემოვნების შემდეგ დაგვებადა, ის აზრი რომ ბევრი სხვადასხვა გემო, ერთ ყველასთვის საყვარელ კარტოფილში შეიძლება მოთავსდეს, თან ძალიან დაგანაყროს და ამასთან, განსხვავებული გასტრონომიული გამოცდილება მიიღო, ჩვენი ქართულ ბაზარზე გამოჩენის საწინდარი იყო.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქართული გემოების ინტეგრირება იყო ამ უცხოური წარმოშობის კერძში, რაშიც ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული შეფი, მირიან სულაკაური დაგვეხმარა.

შედეგად დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ 10-მდე  სხვადასხვა გემოს პოტატოს:

  • მეგრული
  • კახური
  • სვანური
  • იმერული
  • თბილისური
  • რაჭული
  • ქუთაისური
  • ვეჯი

თითოეულ მათგანში იგრძნობა ქართული ხასიათი, გემოების მრავალფეროვნება და რაც ყველაზე მთავარია, ხარისხი რომელსაც ყოველდღიურად ვავითარებთ და ვაუმჯობესებთ, რათა საუკეთესო პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.

ჩვენთან სტუმრობა ბაზარი ორბელიანზე შეგიძლიათ, ყოველ დღე, დილის 11:00-საათიდან, საღამოს 00:00- საათამდე.

საკვანძო სიტყვები : კარტოფილი / ვეგანური / სწრაფი კვება