უკან
დაბრუნება

რედ ვაით

რესტორანი Red&White – კულინარიული მოგზაურობა წითელსა და თეთრს შორის.

გეპატიჟებით კულინარიულ მოგზაურობაში და გთავაზობთ ფართო არჩევანს კერძებს შორის, რომელთა შთაგონების წყარო ზღვაც არის და ხმელეთიც. არ აქვს მნიშვნელობა ხორცის მდიდრულ გემოებს ეძებ თუ ახალთახალ ზღვის პროდუქტებს, Red&White-ს მუდამ აქვს რაღაც, რაც თქვენს რეცეპტორებს ასიამოვნებს.

შეთბი წვნიანით:

დაიწყეთ თქვენი დღე სასიამოვნო ჯამი წვნიანით, აირჩიეთ ისეთი მომნუსხველი გემოებიდან, როგორებიცაა: კლასიკური ოსპის წვნიანი ან კრემსუპები სოკოსა და თევზის გემოებით.

ზღვის პროდუქტების ექსტრავაგანტულობა:

Red & White რესტორანი  ნამდვილი სამოთხეა ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის. მიირთვით მიმზიდველად შეკმაზული შემწვარი ან მოხარშული კალმარი, გრილზე შემწვარი სიბასი ან ხრაშუნა რვაფეხა.

ხმელეთი ხვდება ზღვას:

დაბალანსებული გამოცდილებისთვის, აღმოაჩინეთ ვარიაციები სადაც ხმელეთი და ზღვა ერთმანეთს ხვდებიან. წვნიანი ბატკნის ნეკნები ან დარბილებული სტეიკი მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტების კერძებითურთ.

ვეგეტარიანული სასწაული:

ვეგეტარიანელებს შეუძლიათ ისიამოვნონ სხვადასხვა სალათების ვარიაციებით, ყველიანი კერძებით, აჩმის და ფიდეს სახით.

კლასიკური მთავარი კერძები:

Red&White გთავაზობთ ისეთ კლასიკურ კერძებს, როგორებიცაა: ქათამი, ქაბაბი, რასაც მოჰყვება საინტერესო კერძი “კოკორეჩი” და ღვიძლი კარაქში.

ფიდეს სამოთხე:

აღმოაჩინეთ ფიდეს საოცარი სამყარო, უამრავი არომატებითა და გემოებით. არჩევანი გააკეთეთ სხვადასხვა ვარიაციებს შორის: ყველის, ხორცის, შერეული ან ტრადიციული დახურული ფიდეს შორის.

ცოცხალი სალათები:

შეავსეთ თქვენი გამოცდილება, ჯანსაღი სალათებით. ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ კლასიკური ცეზარისა და ბერძნული სალათებიდან დაწყებული, ბოსტნეულისა და რუკოლას სალათით დამთავრებული.

ტბილი დასასრული:

დაასრულეთ თქვენი საამური სადილი ტკბილად. Red&White გთავაზობთ ტრადიციულ თურქლ დესერტებს, მაგალითად ქათმერი, ფახლავა ნაყინით და ბრინჯის პუდინგი.

Red&White – რესტორანი გთავაზობთ სტუმართმოყვარე ატმოსფეროს, სადაც თქვენ შეძლებთ განტვირთვასა და გემრიელი სადილით სიამოვნებას. მობრძანდით და მიიღეთ მონაწილეობა ამ კულინარიულ თავგადასავალში, ჩვენთან Red&White რესტორანში.