უკან
დაბრუნება

უშაქრო

“უშაქრო” 2021 წელს დაარსდა და ჩვენი მისიაა, რომ გავაბედნიეროთ ნებისმიერი მყიდველი ჯანსაღი და მაღალი ხარისხის უშაქრო ტკბილეულით.

ეს არის ადგილი, სადაც თქვენ უარის თქმა არ მოგიწევთ ტკბილეულზე.

ჩვენი ღირებულელებია-პატიოსნება, თანმიმდევრულობა, მისწრაფება, ხარისხი, ზრუნვა, გუნდური მუშაობა.

უშაქროში სხვადასხვა სახის შაქრის შემცვლელებს ვიყენებთ ტკბილეულის დასამზადებლად. მათ შორის არის:

1) სტევია – 100%-ით ნატურალური მცენარეული შაქრის შემცვლელი. ის სისხლში შაქრის დონის მატებას არ იწვევს. აქვს 0 კალორია.

2) ერითრითოლი – 100%-ით ნატურალური შაქრის შემცვლელი, რომელიც სიმინდისგან მოიპოვება. ის სისხლში შაქრის დონის მატებას არ იწვევს. აქვს 0 კალორია.

3) მალტიტოლი – ტკბილეულში ყველაზე ხშირად გამოყენებადი შაქრის შემცვლელი. მოიპოვება სახამებლისგან. ხშირად გვხვდება საბავშვო ვიტამინებში.

4) სპლენდა – 0 კალორიის მქონე შაქრის შემცვლელი #1 ამერიკული ბრენდი, რომელიც სისხლში შაქრის დონის მატებას არ იწვევს. აქვს 0 კალორია.

5) ფრუქტოზა – მიიღება ხილისგან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 50 გრამს.

პროდუქციის დასამზადებლად ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს.