უკან
დაბრუნება

ვაიმე

Waime Spices არის ისტორია არა მხოლოდ გემრიელ სუნელებზე, არამედ სიყვარულზე, სიამოვნებასა და ემოციურ-ფიზიკურ სიჯანსაღეზე.

“ვაიმეეე, რა გემრიელია!”-, სწორედ ეს სიტყვები ისმის ყველაზე ხშირად  მომხმარებლებისგან ჩვენს მიმართ,  რაც გახდა ჩვენი დასახელების ინსპირაცია. ასევე ის სრულიად ასახავს ჩვენს მთავარ მიზანს – გავაოცოთ ჩვენი მომხმარებლები გემოებითა და მრავალფეროვნებით.

ჩვენ არ ვქმნით სუნელებს იმისთვის, რომ მომხმარებელმა დაიკმაყოფილოს მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებები, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავხადოთ საკვების მომზადების პროცესი მარტივი, საინტერესო და ემოციებით სავსე.