უკან
დაბრუნება

ფრაიდეი

2020 წელს, გაზაფხულზე, კვების ბაზარზე “ფრაიდეი “გამოჩნდა. ჩვენი პირველი
ფილიალი ვაკის პარკში გაიხსნა.

უგემრიელესი ფრი ნაირ-ნაირი გარნირებით, ჰოთ-დოგების ფართო არჩევანი ,
საფირმო ცხელი ყველის სოუსი , ფერადი და მხიარული გარემო. – ეს ის არის, რასაც “ფრაიდეი”-ში გთავაზობთ. 

“ფრაიდეი “ამჟამად სამ ფილიალს მოიცავს:
ვაკის პარკი, დედაენის პარკი, ბაზარი ორბელიანზე.

ბრენდის სახელწოდება “ფრაიდეი/Fryday”- მარტივად აღქმადი, ჟღერადი და დასამახსოვრებელია.  მასში მოიაზრება ფრი, რომელიც  მთავარი კერძია, უგემრიელესი გარნირების ფართო ასორტიმენტით.

ჩვენი სლოგანია: Every day is a Fryday, შესაბამისად განრიგიც ასეთია
ვმუშაობთ ყოველდღე.

რატომ ფრაიდეი?

ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომხმარებელი, გვაქვს ამბიცია და პოტენციალი,რომ ვაკეთოთ საქმე მაქსიმალურად კარგად და ამავდროულად შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევუქმნათ  ფერადი, კომფორტული და სასიამოვნო გარემო. ჩვენთვის პრიორიტეტულია მუდმივი ზრდა და განვითარება, მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. მეგობრული ურთიერთკომუნიკაცია გვაძლევს ნდობას, გვყავდეს მუდმივი, ზრდადი მომხმარებელთა რიცხვი. “ფრაიდეი” მუდამდ მზადაა ყველა მომხმარებლის აზრისა და სურვილის გასათვალისწინებლად, რომ ერთიანი ძალებით იქმნებოდეს ყველასათვის საყვარელი ადგილი ქალაქში.