უკან
დაბრუნება

კონა

კონა არის ქართული პრემიუმ ხარისხის ჩაის და ბალახეული კომპოზიციების ბრენდი.

კონა შეიქმნა 2014 წელს მათთვის, ვისაც უყვარს ჩაი, აფასებს ხარისხს და ეძებს ჰარმონიას ბუნებასთან.

კონას თორმეტივე ჩაი არის ერთობა ჩვენს მიერ მოყვანილი, ველურად შეგროვებული და შორიდან ჩამოსული ბალახ-ბულახის. კონა ხომ, ძველი რწმენის მიხედვით, ფლობს საკვირველმოქმედ ძალას. ძალა, სწორედ, ბალახების ერთობაშია. კონა არის სურნელის, გემოს, ვიზუალის, ხარისხის და ისტორიის კომბინაცია.

კონას დაბადების ადგილი სოფელი ლავრისხევია, ფიჭვნარის პირას. ეს ადგილი ქვათახევის მონასტერს, დიდგორის ველს და საკურთხისს შორისაა. ლავრის ტყეში X საუკუნის ეკლესიაა. გადმოცემით, წყარო, მთიდან რომ გადმოდის ეკლესიის შესასვლელში, მაკურნებელია. ქართლის მეფეები დადიოდნენ, ამბობენ, აქ, ამ წყლის დასალევად. ამბობენ კიდევ, რომ დიდგორზე დაჭრილი ჯვაროსნები აქ ჭრილობებს იშუშებდნენ. დღეს ეს ადგილი უღრან ტყეშია ჩაფლული, და სიჩუმეში.

კონას კრედოა Pauca sed bona – ცოტა, მაგრამ საუცხოო – რადგან რაც ძალიან კარგია, ვერ იქნება ბევრი.

კონა არის ყველასთვის –  ყველას გვინდა სიყვარული, ფორმაში ჩადგომა, გათბობა, გაგრილება, ტკბილი ძილი, მარადიული სილამაზე. და ასე შეიქმნა კონას კომპოზიციები: ალი და ნინო – სიყვარულის კონა, ზენა – დეტოქსი, აღმოსავლური ზღაპარი – სითბოს კონა, ცია – სიგრილის კონა, ნაინა – ტკბილი ძილის კონა, მარადიული გაზაფხული – სილამაზის კონა და ა.შ.

კონას აქვს თორმეტი ფერი. თორმეტი ამბავი, რომელიც გვინდა გიამბოთ. მათი ინგრედიენტები თითქმის არ მეორდება. თითოეულ ინგრედიენტს თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს. თქვენთვის ვარჩევთ საუკეთესოს – სუფთა, დაუბინძურებელი გარემოდან და ხარისხიანს.

ჩვენს გამაში არის 4 კოლექცია: Wellness collection,  Herbal Zen collection, Epicurean Collection – სადაც შედის 9 სახეობის ბალახეული ნაკრები და Guria Grand Cru Collection – შავი, მწვანე და მოცვის ფოთლის ჩაი.