უკან
დაბრუნება

კრეპერია

ფრანგული კრეპერიის გახსნის იდეა საფრანგეთში ჩვენს ხშირ მოგზაურობას და ფრანგული საუზმის კლასიკური მარგალიტის ,,კრეპის” სიყვარულს უკავშირდება… სწორედ ამ მოტივით სულ რამოდენიმე თვეა რაც ,,ბაზარი ორბელიანის“-ს  ზღაპრულ გარემოში ჩვენმა პატარა ,,ფრანგული კრეპი”-ს სივრცემ დაიკავა ადგილი.

 ,,კრეპერიაში” წარმოდგენილი გვაქვს ფართო ასორტიმენტის – დესერტი და დელიკატესი კრეპები, რომლებსაც პრემიუმ კლასის ,,გასტრონომის“ პროდუქციით ვამზადებთ.  

 ტკბილი კრეპი ,,დესერტი”: 1) შოკოლადითა და ბანანით;  2) კრემ ,,პატისიერით” (კლასიკურ რძეში და კარაქში მოხარშული კრემით) ჟოლოს, მოცხარისა და ალუბლის კონფიტიურით; 3)თაფლით , ნიგვზის, ნუშისა და თხილის მიქსითა  და   4)კარამელიზირებული რძითა და თხილეულით გვაქვს წარმოდგენილი. 

 მარილიანი კრეპი ,,დელიკატესი” 1) ნორვეგიული შებოლილი ორაგულითა და კრემყველით; 2)ლორითა და 3 ყველის ასორტით (ჩედარი,მოცარელა,ემენტალი); 3) პროშუტოთი და მოცარელით და  4)  ხიზილალითა და კრემყველით მზადდება. 

გარდა ამისა მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის იტალიურ ყავას, ხარისხიან ჩაის, ცხელ შოკოლადს, ფრაპეს და ნატურალური ხილის წვენებს.

 მოსულ სტუმრებს კი ყოველდღიურად შეუძლიათ მიირთვან, როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი კრეპები დელიკატური შიგთავსით დილის 11 საათიდან ღამის 12 საათამდე.