უკან
დაბრუნება

ნეითივ რაჭა

კომპანია „NATIVE RACHA“ უკვე 4 წელზე მეტია, რაც მომხმარებელს, ქართული ტრადიციული მეთოდით, დავარგებულ პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

კომპანიის შექმნის იდეა 2015 წელს ესპანელ პარტნიორებთან ერთად, ევროპული ინვესტიციების მოზიდვით დაიწყო, რომლის მიზანიც გადაშენების პირას მყოფი, ქართული ჯიშის ღორის აღმოჩენა და გამრავლება იყო.სამეცნიერო კველევითი ცენტრისა და საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით მოხერხდა აღნიშნული ჯიშის რეკუპერაცია- აღდგენა და დღეს პროექტის ფარგლებში 500-ამდე ქართული ჯიშის ღორი ბინადრობს.

მრავალწლიანი გამოცდილი გუნდის შემდეგი ნაბიჯი უძველეს ტრადიციებზე დაყრდნობით, ახალი თანამედროვე სტანდარტების პროდუქტის შექმნა იყო, რომელშიც მისთვის ყველა გემოვნური თვისება იქნებოდა შენარჩუნებული. პირველი პროდუქტი ტრადიციული რაჭული ლორი იყო, რომელსაც კომპანიამ ახალი სიცოცხლე შესძინა, ევროპული დავარგებული ხორცპროდუქტების ნიშნულამდე მიიყვანა და ქართულ გასტრონომიაში ახალი სიტყვა თქვა. 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული მძიმე პირობების მიუხედავად, კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდა და დღეს მომხმარებელს, ქართული უნიკალური ჯიშის ღორის გადამზადებულ დავარგებულ ხორცპროდუქტს სთავაზობს.

ხორცის დაფა / ქართული ხამონი  / რაჭული ლორის დაფა