8 მარტი ბაზარი ორბელიანზე

8 მარტი ბაზარი ორბელიანზე

განსაკუთრებული დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გავხადეთ ბევრი ყვავილებით, კარგი მუსიკით, სხვადასხვა აქტივობებითა და გემრიელი კერძებით. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდათ საჩუქრები და საინტერესო გარემო. მოწვეულმა სპიკერებმა, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიას წარმოადგენენ,  ქალთა გაძლიერების მიზნით, ისაუბრეს საკუთარი ისტორიისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გადამხდარი სირთულეების შესახებ. პარტნიორობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით “საქართველოს გაეროს ასოციაციასა” და “ესკის”.

საქართველო ევროპაზეა

საქართველო ევროპაზეა

26 მარტს, საფეხბურთო ციებ-ცხელებას ბაზარი ორბელიანიც შეუერთდა. ჩვენს სივრცეში, საქართველოს ნაკრების  საგულშემატკივროდ, დამონტაჟდა ეკრანი, რომელზეც საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ მატჩზე თვალის მიდევნება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო და ისტორიული მატჩის მოგება, ბაზარი ორბელიანზე, განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა.

ჩინური ახალი წელი

ჩინური ახალი წელი

ბაზარი ორბელიანზე ჩინური ახალი წელი აღვნიშნეთ. ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა თემატური კერძების მომზადება  და დეკორაციების შექმნა. ღონისძიება გათვლილი იყო ყველა ასაკის სტუმარზე. პატარებმა მონაწილეობა მიიღეს ლათერნების შექმნის მასტერკლასზე. ბაზარი ორბელიანზე წარმოდგენილი იყო ჩინური ტრადიციული მუსიკა, გეიშები და ყველაფერი ის, რაც ნამდვილი ჩინური ახალი წლის აღსანიშნადაა საჭირო. მონაწილეებმა, ასევე, შეისწავლეს spring…